Wednesday, December 19, 2012

სასწავლო პროექტი


პროექტის სახელწოდება: მ. ლებანიძის ‘’ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო ‘’

პროექტის მთავარი იდეა:  XII- XIII საუკუნეების მიჯნაზე საქართველო იყო პოლიტიკურად, ეკონომიურად,  კულტურულად,  ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, დაწინაურებული და უზარმაზარი სახელმწიფო.

პროექტის აქტუალობა: დაკარგული ტერიტორიების თემა დღეს მეტად აქტუალურია ჩვენი ქვეყნისათვის.

პროექტის მიზნები:  მომავალ თაობას არ დავავიწყოთ ეს ორი, მართლაც ულამაზესი, საქართველოს განუყოფელი კუთხე და მოიპოვონ ინფორმაცია სხვა დაკარგული ტერიტორიების შესახებ. მოზარდები გადმოსცემენ საკუთარ ემოციებს და შთაბეჭდილებებს. ჩამოუყალიბდებათ დამოუკიდებელი, შემოქმედებითი აზროვნება, მეტყველების კულტურა.

მონაწილეთა  ასაკი: 12-13 წელი.

ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა.

მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებს განუვითარდებათ კომუნიკაციის, აზრთა ურთიერთგაზიარებისა და შეჯერების, დაკვირვები, კვლევის უნარ-ჩვევები.

რესურსები: სახელმზღვანელო, ფურცლები, ტექნიკური რესურსი:  კომპიუტერი, ინტერნეტი.

პროექტის მსვლელობა  ძირითადი აქტივობები:

აქტივობა 1. თემის წარდგენა და შერჩევა.

აქტივობა2. შევურციე თემა და მას თან დავურთე შესაბამისი კითხვები.

აქტივობა 3. ჩამოვაყალიბე საპროექტო ჯგუფი.

აქტივობა 4. პროექტის პრეზენტაცია კლასში. ისტორიის, მუსიკისა და ხელოვნების
მასწავლებლებთან ერთად მოვაწყვე ელ. პრეზენტაცია.

აქტივობა 5. შევადგინე პროექტის შეფასების სქემა.

პროექტის ხელმძღვანელი: ლელა ერქომაიშვილი.

ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: lelaerqomaishvili@gmail.com